ჩვენი ქსელი
იხილეთ ლიბერთის ბანკომატების, სერვის ცენტრების, თვითმომსახურების ტერმინალების და სხვა ფიზიკური ობიექტების ადგილმდებარეობები ინტერაქტიულ რუკაზე
ლევან თხელიძე ლიბერთი ბანკს 2017 წელს შემოუერთდა, გენერალური დირექტორის მოადგილის და საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე.
ლიბერთიმდე, ლევანი მუშაობდა ს.ს ალფა ექსპრესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე 2014-2017 წლებში. ალფა ექსპრესამდე 2010-2014 წლებში იყო Belfashion-ის თანადამფუძნებელი და თანამმართველი მინსკში, ბელარუსი. მუშაობდა ასევე მრჩეველის პოზიციაზე საგარეო ეკონომიკურ საკითხებში Ch.I.U.P “Forward Capital"-ში 2009-2010 წლებში.
ვიდრე ლევანი 2005 წელს შეუერთდებოდა ს.ს. სტანდარტ ბანკს, როგორც გენერალური დირექტორის მოადგილე სადაც 2008 წლამდე იმუშავა, სხვადასხვა პოზიციები ეკავა ს.ს. TBC ბანკში, მათ შორის საერთაშორისო ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ხაზინის უფროსის მოადგილის და ცენტრალური ფილიალის დირექტორის მოადგილის პოზიციები.
გიორგი მაკარიძე "ლიბერთი ბანკის" საცალო საბანკო მომსახურების დირექტორის პოზიციას 2020 წლიდან იკავებს
ვაჟა მენაბდე ლიბერთის 2020 წლის მარტში შემოუერთდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.
თემო ჯორბენაძე შემოუერთდა ბანკს 2017 წლის ნოებერში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე საფინანსო ბაზრებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებით
მამუკა კვარაცხელია შემოუერთდა სს „ლიბერთი ბანკს“ 2017 წლის დეკემბერში საოპერაციო რისკების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, ხოლო 2018 წლის აპრილში დაიკავა გენერალური დირექტორის მოადგილის, რისკების დირექტორის პოზიცია.
დავით წიკლაური ლიბერთის 2020 წლის აპრილში შემოუერთდა გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე
ვასილ ხოდელი ლიბერთი ბანკს 2019 წლის 30 დეკემბერს შემოუერთდა გენერალური დირექტორის პოზიციაზე.