ჩვენი ქსელი
იხილეთ ლიბერთის ბანკომატების, სერვის ცენტრების, თვითმომსახურების ტერმინალების და სხვა ფიზიკური ობიექტების ადგილმდებარეობები ინტერაქტიულ რუკაზე
მიიღეთ პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე
ასაკობრივი პენსია
მარჩენალ დაკარგულის პენსია
ძალოვანის პენსია
შშმ პირების პენსია
საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა - 65 წლის და ქალბატონმა - 60 წლის შესრულების შემდეგ, ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დასანიშნად, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს. თუ განცხადება პენსიის დანიშვნის შესახებ სააგენტოში წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ (საპენსიო ასაკის დადგომის შემდეგ), პენსია ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე (საპენსიო ასაკის დადგომამდე) არაუმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე, პენსია ინიშნება პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. დეტალურად
სოციალური სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ლიბერთი ბანკში ავტომატურად გაიხსნება სოციალური ანგარიში მიმდინარე თვის 14 რიცხვიდან და დაგიმზადდებათ საბანკო ბარათიც, რომელზეც ჩაგერიცხებათ პენსია. ბარათის ასაღებად მიმართეთ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს.
საპენსიო ბარათის ვადა არის 6 წელი, ბარათის მოქმედების ვადა დატანილია თვითონ ბარათზე 16 ნიშნა ნომრის ქვეშ.
საპენსიო ბარათის პინ კოდის ვადა არის 1 წელი (პინ კოდის განახლება შესაძლებელია თავად პენსიონერის ვიზიტის შემთხვევაში ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში)
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური ტიპის ძირითად ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა 2020 წლის თებერვალში, მარტში, აპრილში, ან მაისში სრულდება, მოქმედების ვადა ავტომატურად 3 თვით გაუხანგრძლივდა. ძირითად სოციალურ ბარათებზე, რომელთა პინ კოდის მოქმედების ვადა უკვე დასრულდა 01.01.2020-დან ან 31 მაისის ჩათვლით დასრულდება, მოქმედების ვადა ავტომატურად 2020 წლის 1 ივლისამდე გაუგრძელდათ.
პენსია ირიცხება ყოველი თვის 14 რიცხვში, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, Covid-19 ვირუსის პრევენციის მიზნით, 2020 წლის აპრილის და მაისის ასაკობრივი პენსია ლიბერთი ბანკმა, საკუთარი რესურსით ჩარიცხა წინასწარ.
მესამე პირს დაუმზადდება დამატებითი ბარათი, თუ პენსიის მიმღები და მესამე პირი ერთჯერადად, ერთად დააფიქსირებენ განცხადებას ლიბერთის სერვისცენტრში.
მესამე პირის მიერ, სერვისცენტრში შესაბამისი მინდობილობის წარდგენის საფუძველზე, მინდობილ პირს უმზადდება დამატებითი ბარათი, რომლითაც შეძლებს პენსიის გატანას.
დამატებითი ბარათის, ისევე, როგორც საპენსიო მინდობილობის ვადა არის 1 წელი.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვირუსის პრევენციის მიზნით, სოციალური ტიპის ძირითად ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში, მარტში, აპრილში, ან მაისში სრულდება, მოქმედების ვადა ავტომატურად 3 თვით გაუხანგრძლივდა.
ძირითად სოციალურ ბარათებზე, რომელთა პინ კოდის მოქმედების ვადა უკვე დასრულდა 01.01.2020-დან ან 31 მაისის ჩათვლით დასრულდება, მოქმედების ვადა ავტომატურად 2020 წლის 1 ივლისამდე გაუგრძელდათ.
მინდობილობის საფუძველზე დამზადებული დამატებითი ბარათის ვადა ავტომატურად არ გაგრძელებულა
მინდობილობის საფუძველზე დამზადებული ვადაგასული დამატებითი ბარათის აღდგენა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებში, ახალი - ვადიანი მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის და მათი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდების მიზნით, შესაძლებელია, რომ სახლში მოვიდეს ლიბერთის გამსვლელი მოლარე ოპერატორი, რომელიც დაგეხმარებათ დაწეროთ განცხადება ვადაგასული დამატებითი ბარათის აღდგენაზე. განაცხადის გაკეთებიდან 3 სამუშაო დღეში, მინდობილი პირი შეძლებს ლიბერთის სერვისცენტრიდან ახალი ბარათის გატანას. ან, სურვილისამებრ, გამსვლელი მოლარე ოპერატორი დაგეხმარებათ პენსიონერის ძირითადი ბარათის სახლში მიტანის სერვისის გააქტიურებაში და გრაფიკით გათვალისწინებული ვიზიტის დროს მოგიტანთ სახლში როგორც ძირითად ბარათს, ასევე კუთვნილ პენსიას. ამ მომსახურების მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდით დისტანციური მომსახურების ცენტრში ნომერზე: 2 55 55 00
თუ პენსიის მიმღები პირი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ მოდის ფილიალში/სერვისცენტრში პენსიის ასაღებად, შესაძლებელია ნებისმიერი მესამე პირი დაგვიკავშირდეს დისტანციური მომსახურების ცენტრში: 2 55 55 00, ან გვეწვიოს უახლოეს სერვისცენტრში და გააკეთოს შესაბამისი განცხადება. ამ განცხადების საფუძველზე, პენსიონერი მიიღებს გამსვლელი მოლარე ოპერატორის მომსახურებას ანუ პენსიის სახლში მიტანის სერვისს.
გამსვლელი მოლარე ოპერატორი პენსიის ჩარიცხვიდან (ყოველი თვის 14 რიცხვი) 8-10 სამუშაო დღეში, სახლში მოგიტანთ კუთვნილ პენსიას
"პენსია ჩარიცხვამდე" არის ლიბერთი ბანკის მიერ მომხმარებლისთვის სერვისის გაუმჯობესების და გამარტივების მიზნით შექმნილი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სახელმწიფოს მიერ საპენსიო თანხის ჩარიცხვამდე წინასწარ მიიღოს კუთვნილი პენსია ყოველი თვის 1 რიცხვიდან 13 რიცხვამდე
პენსია ჩარიცხვამდე ითვალისწინებს სიმბოლურ გადასახადს, რომელიც განისაზღვრება 15-დან 80-თეთრამდე ერთჯერადი გადასახადით.
„პენსია ჩარიცხვამდე“ სარგებლობა შეუძლია სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირს, რომლის ყოველთვიური პენსია შეადგენს 45 ლარიდან 300 ლარამდე თანხას.
"პენსია ჩარიცხვამდე" გულისხმობს მხოლოდ სახელმწიფო პენსიისა და სხვა სოციალური გასაცემლის წინასწარ მიღების მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების მიღება არ არის შესაძლებელი დევნილთა და სოციალური შემწეობის მიმღები პირების მიერ.
ბანკის ფილიალებში/სერვის ცენტრებში, ბანკის მოძრავი მომსახურების ერთეულებში და ბანკომატებზე.
"პენსია ჩარიცხვამდე" სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ პენსიის ჩარიცხვამდე, ყოველი თვის 1-დან 13 რიცხვის ჩათვლით. სხვა რიცხვებში აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა არ არის შესაძლებელი.
„პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისი ითვალისწინებს მომხმარებლისთვის ერთი თვის პენსიის თანხის წინასწარ და სრულად გააქტიურებას. თუ ბანკომატის საშუალებით გაიაქტიურებთ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისს, შესაძლებელია მიღებული თანხის ნაწილობრივ ათვისება და ნაწილი თანხის ბარათზე დატოვება, რადგან ბანკომატიდან მხოლოდ 5-ის ჯერადი კუპიურები მიიღება. დარჩენილი თანხა (მაგალითად 4.2 ლარი) შესაძლებელია გამოიტანოთ სერვისცენტრის ოპერატორის დახმარებით, ან დატოვოთ თქვენს ანგარიშზე და ბარათით გადახდისას ისარგებლოთ მაღაზიებსა და აფთიაქებში.
არა, ვადაზე ადრე დაფარვა არ არის შესაძლებელი.
ბანკის ფილიალში/სერვის ცენტრში გააქტიურებისას - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ძირითადი სოციალური საბანკო ბარათი;
ბანკომატზე გააქტიურებისას - ძირითადი სოციალური საბანკო ბარათი და პინ კოდი;
„პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისის მიღება მინდობილობის ან დამატებითი ბარათის საფუძველზე არ არის შესაძლებელი.
დიახ, შესაძლებელია თუ არსებული საპენსიო სესხი/საპენსიო ოვერდრაფტი არ არის ვადაგადაცილებაში.
მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს ვადაგადაცილებული საპენსიო სესხი/საპენსიო ოვერდრაფტი;
მომხმარებელზე არ უნდა იყოს გავრცელებული ინკასო, ყადაღა და სოციალურ ანგარიშზე არ უნდა ფიქსირდებოდეს ბრონი ან ოვერლიმიტი;
მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს ლიბერთი ბანკის მიერ გაცემული სხვა კრედიტი, გარდა შემდეგი საკრედიტო პროდუქტებისა: ნებისმიერი ტიპის ოვერდრაფტი, ანაბრით ან სადეპოზიტო სერტიფიკატით უზრუნველყოფილი სესხი, საკრედიტო ბარათი ან სამომხმარებლო სესხი;
მომხმარებელი არ უნდა ფიქსირდებოდეს თავდებად სხვა პირზე გაცემულ სოციალურ ავანსზე;
ბანკომატზე შეთავაზების არ არსებობის შემთხვევაში, მიზეზის დასადგენად მომხმარებელმა უნდა მიმართოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს/სერვის ცენტრს.
საბავშვო ბარათს/ კვების ვაუჩერს იღებენ 2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ. ოჯახი იღებს 1 ბარათს ოჯახში ბავშვების რაოდენობის მიუხედავად.
თვის 19-21 რიცხვებში (სოციალურ დახმარებასთან ერთად) საბავშვო ბარათზე ირიცხება 30 ლარი, რომელსაც კვების ვაუჩერს ეძახიან, აღნიშნული თანხის დახარჯვა შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ მაღაზიებში. მაღაზიების ჩამონათვალი. დარჩენილი 20 ლარი ირიცხება სოციალურ ანგარიშზე (როგორც ადრე) და მისი გამოყენება შესაძლებელია მფლობელის სურვილისამებრ.
სოციალური ბარათით გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, სადაც შესაძლებელია ბარათით გადახდა. ამასთან, ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში დაინერგა რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რაც სოციალური ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებს. ეს პროგრამა მოიცავს ევექსი კლინიკებში, ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელსა და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში სოციალური ბარათით გადახდისას განსაკუთრებულ ფასებსაც :
ევექსი
ლიბერთის სოციალური ბარათით ევექსის 33 კლინიკაში ისარგებლებთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ფასებით. 50%-მდე ფასდაკლება სამედიცინო სერვისებზე: სპეციალური კონსულტაცია, ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, სტომატოლოგია.
დეტალურად
ფარმადეპო
ფარმადეპოს 180-ზე მეტ აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით ისარგებლებთ 20%-მდე ფასდაკლებით 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე. ფასდაკლება გავრცელდება ფარმადეპოს ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების და ფასდაკლებების გამოყენების შემთხევაშიც.
დეტალურად
ნიკორა
ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები განსაკუთრებული ფასებით 350-მდე დასახელების ყოველდღიური საჭიროების პროდუქტზე ისარგებლებენ ნიკორას სუპერპარკეტის ნებისმიერ ობიექტზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
დეტალურად
სოციალური ანგარიშიდან ინტერნეტ/მობაილ ბანკით თანხის გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ლიბერთი ბანკში საკუთარ ანგარიშებს შორის.
სოციალური ანგარიშით ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან შესაძლებელია კომუნალური გადასახადების გადახდა საკომისიოს გარეშე, ასევე სხვა და სხვა მომსახურების მიღება, გარდა აზარტული თამაშების ბალანსის შევსებისა.
ინტერნეტ/ მობაილ ბანკით შესაძლებელია გზავნილის განაღდება სოციალურ ანგარიშზე, ხოლო გაგზავნა შეზღუდულია
პირველად საქართველოში, ლიბერთის პარტნიორ წამყვან სააფთიაქო ქსელებში: ავერსი, პსპ და ფარმადეპო, სოციალური ბარათით გადახდის შემთხვევაში, მინიმუმ 5 ლარის პროდუქციის ყიდვასთან ერთად შესაძლებელია ნაღდი ფულის გატანა, პროდუქციის შეძენისას შესაძლებელია ბარათიდან გაანაღდოთ 50 ლარი: პროდუქციის ღირებულებას, სურვილისამებრ ამატებთ სასურველ თანხას, რომელიც ბარათიდან ჩამოგეჭრებათ. ლიბერთის გადახდის ტერმინალი კი მოგემსახურებათ როგორც "ბანკომატი". ამ სერვისის მიასღებად, თქვენს საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საკმარისი თანხა.
50 ლარამდე განაღდება შესაძლებელია მათთვისაც, ვისაც ასაკობრივი პენსია უკვე ჩაერიცხა, მაგრამ www.myliberty.ge -ს გრაფიკის მიხედვით ჯერ არ უწევს სერვისცენტრიდან ან ბანკომატიდან განაღდება
ინტერნეტ/მობაილ ბანკში რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია ფლობდეთ ლიბერთის ნებისმიერ აქტიურ ანგარიშს და ტელეფონის ნომერს, რომელიც მითითებული გაქვთ ბანკის მონაცემთა ბაზაში.
ინეტრნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობა სოციალური ბარათების მფლობელებისთვის უფასოა
𝗦𝗠𝗦 შეტყობინებით გაიგებთ:
სოციალური ბარათით ვებ გვერდზე pay.ge შესაძლებელია კომუნალური გადასახადების გადახდა უფასოდ
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან შესაძლებელია სოციალურ ბარათზე თანხის შეტანა პირადობის 11 ნიშნა ნომრის საფუძველზე
ონლაინ დაჯავშნეთ ბანკში ვიზიტის სასურველი დრო და მიიღეთ საბანკო მომსახურება რიგის გარეშე: https://libertybank.ge/ka/booking
ლიბერთი ბანკის ნებისმიერი VISA/MASTERCARD ტიპის, მათ შორის სოციალური ტიპის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას 600-მდე მეგობარ ობიექტში შესაძლებელია ისარგებლოთ ყველაზე მაღალი ქეშბექით (ქეშბექი არის ფულადი სარგებელი, რომელიც გიბრუნდებათ ანგარიშზე მყისიერად, ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინაზე გადახდისას პარტნიორ კომპანიებში. ქეშბექის % განისაზღვრება პარტნიორი კომპანიების მიერ)
ქეშბექის მისაღებად გადადით ბმულზე: https://my.libertybank.ge/, გაიარეთ რეგისტრაცია ინტერნეტ, ან მობაილ ბანკში.
ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის მონაცემებით (სახელი და პაროლი) ავტომატურად შეძლებთ ავტორიზაციას ვებ გვერდზე cashback.ge და ქეშბექის მობილურ აპლიკაციაში
ქეშბექის მისაღებად:
დიახ, სოციალური ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას სარგებლობას 600-მდე მეგობარ ობიექტში შეძლებთ, გარდა ნიკორას სუპერმარკეტების ქსელისა, რადგან ნიკორაში სოციალური ბარათით უნაღდო ანგარიშსწორებისას ავტომატურად სარგებლობთ 40%-მდე ფასდაკლებით 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე.