ENG
ს.ს. ლიბერთი ბანკი რეიტინგი პროგნოზი განახლების თარიღი
Fitch B+ ნეგატიური 10 აპრილი, 2020
Moody's Ba3 სტაბილური 20 ივნისი, 2019

 

Fitch Ratings
ლიბერთი ბანკის მომგებიანობა გამყარებულია მაღალი საპროცენტო მარჟით. მომგებიანობა განპირობებული იყო საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებით და საცალო სესხებზე სტაბილური სარეზერვო ხარჯით. შენარჩუნდა მაღალი საოპერაციო მომგებიანობა. კაპიტალიზაცია და ლევერიჯი არის ლიბერთი ბანკის შედარებითი სარეიტინგო უპირატესობა. ჩვენი თვალსაზრისით, ბანკის ფონდირება და ლიკვიდურობა აგრეთვე წარმოადგენენ ბანკის ძლიერ მხარეებს. ბანკის ლიკვიდურობამ მომხმარებელთა დეპოზიტების 38%-ის დაფარა.

Moody’s
ლიბერთი ბანკის რეიტინგის ზრდა გამოწვეულია რამოდენიმე ფაქტორით. პირველ რიგში, აღსანიშნავია ბანკის შემოსავლების გენერაციის  უნარი, რაც თავის მხრივ განპირობებულია მაღალი საპროცენტო მარჟით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადეკვატური კაპიტალის  კოეფიციენტები, რაც ჩვენი მოლოდინით მოთხოვნების შესაბამისად გაიზრდება. გრანულარული სადეპოზიტო ფონდირება და ლიკვიდურობა ბანკის კიდევ ერთი ძლიერი მხარეა. აქვე უნდა აღვნიშნოთ პოტენციური რისკებიც. ბანკი ორიენტირებულია არაუზრუნველყოფილ სესხებზე და მისი საკრედიტო პორტფელის კონცენტრაცია საქართველოს განვითარებად ეკონომიკაზე მაღალია. არადივერსიფიცირებული ბიზნეს მოდელი და ახალი კორპორატიული სასესხო პორტფელი აგრეთვე პოტენციური რისკის მატარებელია. თუმცა, ბანკის ახალი სტრატეგიის თანახმად ბიზნეს სესხებზე ფოკუსირება იზრდება, რაც გავლენას მოახდენს ბანკის ძლიერი და სუსტ მხარეების პოზიტიურ ცვლილებაზე.