ENG
ინფორმაციული უსაფრთხოება

დაიცავით თქვენი ინფორმაციული აქტივები თაღლითური სქემებისგან

ინფორმაციული უსაფრთხოება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოში. 
 
ბოლო ათწლეულების ტექნოლოგიურმა პროგრესმა საგრძნობლად გაამარტივა თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ყოფა.
დღეს, სმარტფონზე თითის დაჭერით შესაძლებელია ფინანსური აქტივების მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაგზავნა და ვიდეო ზარის მეშვეობით, რეალურ დროში საკონფერენციო ზარების განხორციელება უცხოელ პარტნიორებთან.
ასეთი არნახული ტემპებით მზარდი ციფრული ტექნოლოგიები, კომფორტულ სერვისებთან ერთად აჩენს ახალ შესაძლებლობებს თაღლითებისთვის, რომელთა მიზანი სხვების პირად ინფორმაციაზე წვდომის დაუფლებაა. 
 
ამ გვერდზე არსებული რეკომენდაციები დაგეხმარებათ თაღლითური სქემებისგან თავის დაცვაში. რჩევების გათვალისწინებით, თქვენ საგრძნობლად შეამცირებთ თქვენი პირადი ინფორმაციის არასანქცირებული გამჟღავნების რისკს და ასეთი შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, მზად იქნებით სათანადოდ რეაგირებისთვის. 
 
თუ თაღლითებმა თქვენი ან სხვის ინფორმაციაზე წვდომა მოიპოვეს, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვირეკოთ: 0322555500

ინტერნეტ უსაფრთხოების წესები მოკლედ: 

უსაფრთხო პაროლის შექმნა


უსაფრთხო პაროლის შექმნისას შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები :
 
- პაროლის მინიმალური სიგრძე უნდა იყოს - 9 სიმბოლო
- უნდა შეიცავდეს პატარა ასოებს (a-z)
- უნდა შეიცავდეს (მინიმუმ ერთ) დიდ ასოებს (A-Z)
- უნდა შეიცავდეს (მინიმუმ ერთ) ციფრებს (0-9)
 
ასევე რეკომენდირებულია  შეიცავდეს მინიმუმ ერთ სპეციალურ სიმბოლოს (! @ # $ % ^ & * ( ) { } [ ])
 
ბოროტმოქმედები ხშირად ატარებენ კვლევას თავიანთი სამიზნის შესახებ, რის შედეგადაც ეუფლებიან ჩვენ მონაცემებს: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი. . . აქედან გამომდინარე უსაფრთხოების დონის ასამაღლებად ჩვენი პაროლი/კოდური სიტყვა არავითარ კავშირში არ უნდა იყოს ჩვენ პირად ინფორმაციასთან/ცხოვრებასთან. 

საბანკო ბარათების უსაფრთხოება


ბოროტმოქმედისთვის საბანკო ბარათების მონაცემები სასურველი სამიზნეა. აქედან გამომდინარე გირჩევთ გაითვალისწინოთ და იხელმძღვანელოთ შემდეგი წესებით:

- თუ ბარათით გირჩევნიათ გადახდა, ყოველთვის მოითხოვეთ მოგიტანონ ტერმინალი. ნუ გაატანთ ბარათს სხვა ადამიანს. ბარათის უკან დატანილია ე.წ. CVV კოდი (სამნიშნა რიცხვი). ბარათის ნომრით, მფლობელის სახელით, ბარათის ვადით და ამ კოდის საშუალებით შეიძლება ინტერნეტში ფინანსური გადარიცხვების განხორციელება (ყველა ეს ინფორმაცია წერია თავად ბარათზე!) 
 
- გახსოვდეთ, რომ ბარათის PIN კოდი არის პაროლი. არ ამოიწეროთ პაროლი და არ დააწეროთ ის ბარათზე.
 
- ყურადღებით იყავით ბანკომატიდან თანხის გამოტანისას, დარწმუნდით რომ არავინ გიყურებთ როგორ შეგყავთ პინ კოდი. თუ ბანკომატზე შენიშნეთ რაიმე საეჭვო, მაშინვე დაუკავშირდით ბანკს.
 
- თუ დაკარგავთ ბარათს, მაშინვე დაუკავშირდით ბანკს და მოითხოვეთ ბარათის დაბლოკვა
 
- თუ განხორციელდება საეჭვო ტრანზაქცია თქვენი ბარათიდან, მაშინვე დაუკავშირდით ბანკს და მოითხოვეთ ბარათის დაბლოკვა
 
- არასოდეს შეიყვანოთ ბარათის ინფორმაცია ისეთ კომპიუტერებზე, რომლებიც სხვა ადამიანებისთვისაც არის ხელმისაწვდომი (ინტერნეტ კაფეებში, ბიბლიოთეკებში და ა.შ.). ფინანსური ოპერაციებისა და ინტერნეტ ბანკში შესასვლელად მხოლოდ თქვენი პირადი მოწყობილობები გამოიყენეთ.

სმარტფონების უსაფრთხოება


სმარტფონების უსაფრთხოება - დაიცავით უსაფრთხოების წესები პირად სმარტფონებზე. ასე თქვენ პირად ინფორმაციასაც უკეთ დაიცავთ.
 
გაითვალისწინეთ :

- დაიცავით სმარტფონი PIN-ით ან Fingerprint-ით. PIN არის დაცვის უფრო ეფექტური საშუალება ვიდრე Pattern.

- დააყენეთ ანტივირუსი სმარტფონზე სანდო მწარმოებლისგან

- აპლიკაციები დააყენეთ ანდროიდზე მხოლოდ Google Play-დან, ხოლო iPhone-ზე მხოლოდ Apple App Store-დან

- არ დააყენოთ აპლიკაციები, რომლებიც ითხოვენ საეჭვოდ ბევრ წვდომას თქვენს ტელეფონში

- დააყენეთ უსაფრთხოების განახლებები და განაახლეთ აპლიკაციები. 

- არ მიუერთდეთ საეჭვო Wi-Fi ქსელებს

- არ დატოვოთ Bluetooth ჩართული

ელექტრონული ფოსტით მუშაობის რეკომენდაციები


დღესდღეისობით ფაქტობრივად ყოველდღე იგზავნება მილიონობით Phishing (ფიშინგი) მეილი სხვადასხვა მისამართებიდან, რომლის მიზანი ჩვენი პირადი ინფორმაციის დაუფლებაა. 
 
თავის დასაცავად გირჩევთ: 

- არ გახსნათ და არ უპასუხოთ თქვენთვის უცნობი/გაუგებარი გამომგზავნისგან მიღებულ შეტყობინებებს.  
 
- არ გახსნათ მიბმული ფაილები, თუ არ ხართ დარწმუნებული მათ შინაარსში  
 
- გასათვალისწინებელია ისიც, რომ რიგ შემთხვევაში ბოროტმოქმედები აყალბებენ გამომგზავნის მისამართსაც და უთითებენ მომხმარებლისათვის ნაცნობ პიროვნებას ან ორგანიზაციას. დააკვირდით წერილის შიგთავსს, თუ რაიმე საეჭვოდ მოგეჩვენათ, ნუ გახსნით წერილზე მიმაგრებულ დოკუმენტს ან ბმულს.
 
- ყოველთვის დეტალურად შეამოწმეთ მისამართი სადაც აგზავნით ელექტრონულ შეტყობინებას ან  საიდანაც იღებთ მას.
 
ელექტრონული ფოსტა შეიძლება იქნას მიმსგავსებული რეალურს 

- გთავაზობთ  მაგალითს:  Name@Example.com და Name@Examp1e.com 

პირველი დანახვით ფაქტობრივად შეუძლებელია შეცდომის აღმოჩენა, მაგრამ დაკვირვების შემდეგ შეგვიძლია გამოვააშკარაოთ არასწორი/ბოროტმოქმედის მიერ შექმნილი მისამართი “Name@Examp1e.com ” სადაც “L” ასო შეცვლილია ციფრი „1“ ით.

ფიშინგი


ფიშინგი არის გაყალბებული წერილი,რომელიც სანდოდ გამოიყურება და მიზნად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანასა და ინფორმაციის მოპარვას ან კომპიუტერში შეღწევას ისახავს. 

მსგავსი წერილებისთვის დამახასიათებელია სამსახურეობრივი, მიმზიდველი, ამაღლვებელი ან სკანდალური სათაურები. მაგალითდ:

- ბაზების დავარდნის გამო, გთხოვთ ინფორმაცია გადმოგვიგზავნოთ ელ.ფოსტით საჩქარაოა

- თქვენი მომხმარებელი გატეხილია, პაროლის შესაცვლელად გთხოვთ გადახვიდეთ მოცემულ ლინკზე.

ხშირად მსგავს მეილებში ითხოვენ მითითებულ ბმულზე ან ვებგვერდზე გადასვლას, თუმცა ბმულები რეალურად მავნეა და მასზე გადასვლით კომპიუტერი დაინფიცირდება.
მსგავსი ბმულების გამოაშკარავება საკმაოდ მარტივია - მაუსის ისარი მიიტანეთ ბმულთან და წამიერად გააჩერად,რის შემდეგაც სისტემა გამოაჩენს რეალურ მისამართს :
 
 
მსგავსი მისამართები ხშირად შეიცავენ რიცხვებს, არასწორ დასახელებას (მაგ.Examp1e და არა Example) და აქვთ უცნაური ბოლოსართები (ex.com, ucoz.net, install?=ex და ა.შ).
ფიშინგ მეილებს ასევე შეიძლება მოყვებოდეს თანდართული ფაილები, რომლებშიც მავნე პროგრამაა შეფუთული, მავნე პროგრამის ჩასმა Word-ის, Excel-ის, Power Point-ისა და PDF ფაილებშიც შეიძლება.

უსაფრთხო საიტები


უსაფრთხო საიტები  - ინტერნეტ სივრცის გამოყენებისას, ჩვენსა და ვებ-რესურსს შორის მიმდინარეობს ინფორმაციის მიმოცვლა. გადაცემული ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს: მომხმარებელს და პაროლს, საბარათე ინფორმაციას, პირად ნომერს და სხვა პერსონალურ და კონფიდენციალურ ინფორმაციას.
იმისათვის რომ დავრწმუნდეთ გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაში, ყურადღება მიაქციეთ ვებ-საიტის მისამართს და გამოყენებულ სერტიფიკატს.
ვებსაიტის მისამართი უნდა იწყებოდეს https პრეფიქსით და არა http. 
https ნიშნავს იმას რომ ჩვენსა და ვებ-საიტს შორის გაცვლილი ინფორმაცია დაშიფრულია სპეციალური სერტიფიკატით. როგორც წესი, HTTPS (დაცულ) ვებსაიტებს მისამართის ზოლზე გამოსახული აქვთ ბოქლომი.
 
დაცული ვებგვერდის მაგალითია https://
დაუცველ ვებგვერდს მისამართის ზოლში უწერია Not Secure