ENG
ლიბერთი პარტნიორი

ლიბერთი პარტნიორი უნიკალური პროგრამაა, რაც შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს, დამატებითი თანხები გამოიმუშავოს. ეს არის თავისუფალი სამსახური, რომელიც ფინანსურ შემოსავალთან ერთად, ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას იძლევა. ამ ყველაფრისთვის კი მხოლოდ ის არის საჭირო, რომ ჩვენს პარტნიორად დარეგისტრირდე და ბანკის პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაში დაგვეხმარო.
პროგრამის ფარგლებში, შენ კარიერული განვითარების რამდენიმე საფეხურს გაივლი და საბანკო პროდუქტების გაყიდვის რეალურ გამოცდილებას მიიღებ.


როგორ ჩაერთო პროგრამაში?
პროგრამაში ჩართვისათვის საჭიროა, დარეგისტრირდე ლიბერთის ონლაინ პლატფორმაზე: www.libertypartners.ge.
ბანკის თანამშრომელი დაგიკავშირდება გაყიდვების დეპარტამენტიდან, რომელიც კურატორის ფუნქციას შეითავსებს. ის დეტალურად აგიხსნის მუშაობის სპეციფიკას და ტექნიკურ ინსტრუქციებსაც გაგიზიარებს. ამის გარდა, სამუშაო სახელმძღვანელოს sms-ით გამოგიგზავნით. მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ შემოუერთდეთ ფეისბუქ ჯგუფს ლიბერთი პარტნიორი.


როგორ მუშაობს პროგრამა?
www.libertypartners.ge-ზე ავტორიზაციის გავლით, შენ მოხვდები სამუშაო გარემოში, სადაც მოცემული იქნება პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის გაყიდვის შესაძლებლობაც გაქვს. იმისთვის, რომ პროდუქტი გაყიდო, ავსებ პოტენციური მომხმარებლის მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი.
ინფორმაციის გაგზავნიდან 2 საათის განმავლობაში, შენს მიერ შეთავაზებულ პოტენციურ მომხმარებელს ჩვენი გაყიდვების ოფიცერი დაუკავშირდება და დეტალურად გააცნობს პროდუქტის პირობებს. თუ გაყიდვის პროცესი წარმატებით დასრულდება, შენ ამისთვის შესაბამის ანაზღაურებას მიიღებ.


როგორ ხდება ანაზღაურება?
ყოველ გაყიდულ პროდუქტზე შენ იღებ ბონუს შემოსავალს, რისი ნახვაც libertypartners.ge-ზე შეგიძლია. თანხა, რასაც ბონუსის სახით მიიღებ, განსხვავებულია გაყიდული პროდუქტის მიხედვით და ასე გამოიყურება:

 

 

საბანკო პროდუქტი დარიცხული ბონუსი
საკრედიტო ბარათი 9 ლარი
არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი 10.5 ლარი
უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი 27 ლარი
იპოთეკური სესხი 50,001 ლარამდე 62,5 ლარი
იპოთეკური სესხი 50,001 ლარზე ზემოთ 125 ლარი
სახელფასოში ჩართული იურიდიული პირი ( 5-50 თანამშრომლის რაოდენობა) 50 ლარი
სახელფასოში ჩართული იურიდიული პირი ( 51-100 თანამშრომლის რაოდენობა) 80 ლარი
სახელფასოში ჩართული იურიდიული პირი ( 101 და ზევით თანამშრომლის რაოდენობა) 200 ლარი

 

თვისჭრილში გაცემული სესხის რაოდენობა დარიცხული ბონუსი
5 62,5 ლარი
10 100 ლარი
15> 200 ლარი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

ვის შეუძლია გახდეს ლიბერთი პარტნიორი?


ლიბერთი პარტნიორად დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან (18 წლის და ზევით) ფიზიკურ პირს.

თუ ლიბერთი პარტნიორი ვარ, ლიბერთის მომხმარებელიც უნდა ვიყო?


რეგისტრაციის მომენტში არ არის აუცილებელი, თუმცა რეგისტრაციიდან  30 დღის განმავლობაში საჭიროა, გაიაქტიურო ინტერნეტ ან მობაილ ბანკი, რისი საშუალებითაც გაივლი „ლიბერთი პარტნიორის" პლატფორმაში ავტორიზაციას.

რეგისტრაციიდან რა დროში შემიძლია პოტენციური მომხმარებლის გადმომისამართება?


გადმომისამართება შესაძლებელია რეგისტრაციისთანავე და ამისთვის არ არის აუცილებელი, რომ ლიბერთის მომხმარებელი იყო.

რა ვადა აქვს გადმომისამართებულ კლიენტს (ლიდს)?

გადმომისამართებული კლიენტი (ლიდი) აქტიურია 30 დღის განმავლობაში.

თუ პარტნიორის მიერ გადმომისამართებულ კლიენტზე პროდუქტი გაიცემა 30 დღის შემდეგ, არ მოხდება ბონუსის დარიცხვა.

30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, თავიდან უნდა მოხდეს (ლიდის) კლიენტის გადმომისამართება.

გვაქვს თუ არა ფიქსირებული ხელფასი?


პროგრამა არ ითვალისწინებს რაიმე ტიპის ფიქსირებულ ანაზღაურებას. თუმცა, კარიერული წინსვლის შემთხვევაში, შესაძლებელია გახდე ბანკის  თანამშრომელი, რაც თავისთავად ითვალისწინებს გარკვეულ ფიქსირებულ ანაზღაურებასაც, პროგრამის საბონუსე სისტემის პარალელურად.

მაქვს თუ არა გეგმა შედეგებთან დაკავშირებით?


რაოდენობრივი გეგმა დაწესებული არ არის. თუმცა, თუ იერარქიული განვითარების და შემდეგ საფეხურზე გადასვლის სურვილი გაგიჩნდება, საჭირო იქნება მიაღწიო გარკვეულ მაჩვენებლებს. ასევე, პერიოდულად შეიძლება დაწესდეს არასავალდებულო გეგმაც, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, დამატებით წახალისება იქნება.

მევალება თუ არა ბანკში გამოცხადება, გარკვეულ დროებში?


პარტნიორს არანარი დროითი დისციპლინის დაცვა არ ევალება, არც ბანკის ოფისში გამოცხადებაა საჭირო. თუმცა, შეიძლება პერიოდულად მოხდეს პარტნიორების შეხვედრების ორგანიზება, საინფორმაციო და წახალისების მიზნით და მათზე დასწრებაც ნებაყოფლობითი იქნება.

როგორ მოვიქცე ტექნიკური ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში?


დასახმარებლად შეგიძლია მიმართო კურატორ მენეჯერს.

როდის შემიძლია მივიღო გამომუშავებული ბონუსი?


მაქსიმუმ მომდევნო თვის 20 რიცხვამდე.

არის სხვა ტიპის წახალისება, ფინანსური მოტივაციის გარდა?


გარკვეული პერიდოულობით, გამოვავლენთ საუკეთესო პარტნიორებს და მათთვის განისაზღვრება დამატებითი ფინანსური და მორალური წახალისება. პერიოდულობა და წახალისების მეთოდები, შესაძლებელია პერიოდულად შეიცვალოს.

ლიბერთი პარტნიორს შეუძლია თუ არა სხვაგან მუშაობა?


ამ კუთხით, ლიბერთი ბანკი არ ზღუდავს პარტნიორებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეუძლია სხვაგან დასაქმებულ ადამიანს, ჩვენი პარტნიორი გახდეს, ეს მის დამსაქმებელ ორგანიზაციაზე იქნება დამოკიდებული.