ENG

მამუკა წერეთელი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
ამოსაბეჭდი ვერსია
2018 დანიშვნის თარიღი

მამუკა წერეთელი სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2018 წლის დეკემბერში დაინიშნა. მამუკა არის America-Georgia Business საბჭოს პრეზიდენტი, Georgian House of Greater Washington, LLC-ის დამფუძნებელი და დირექტორი, American Foreign Policy Council-ში Central Asia-Caucasus Institute-ის უფროსი მკვლევარი. ის ასევე American University’s School of International Service-ის ფაკულტეტის წევრია (Washington, DC & John Hopkins SAIS).

2013 წლის 11 მაისამდე მამუკას ამერიკის უნივერსიტეტის School of International Service (SIS)-ის Center for Black Sea-Caspian Studies-ის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მანამდე ის ასისტენტ პროფესორად მუშაობდა (2007-2011) და ამერიკული უნივერსიტეტის დამხმარე ფაკულტეტის წევრი იყო (2002-2007). 2006-2007 წლებში მამუკა George Washington University-ში Elliott School of International Affairs-ის  დეკანატის წევრი იყო, სადაც ასწავლიდა ენერგო და სამოქალაქო უსაფრთხოებას.

12 წლის განმავლობაში მამუკა America-Georgia Business Council (AGBC)-ის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. ამჟამად ის ორგანიზაციის პრეზიდენტია. საბჭო არის საქართველოში აშშ-ის ბიზნეს ინტერესების ხელშეწყობის და აშშ-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი ინსტრუმენტი.

მამუკას სახელს უკავშირდება AGBC-ს მიერ ორგანიზებული 20-ზე მეტი ყოველწლიური კონფერენციები, რომელიც ქართულ-ამერიკულ ეკონომიკურ პარტნიორობას მიძღვნილი საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ყველაზე პოპულარული ფორუმების სერია გახდა.

ყოველწლიური კონფერენციების გარდა, მამუკა უძღვებოდა და ორგანიზებას უწევდა საქართველოში პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებულ სტრატეგიულ დაგეგმვის მრავალ სესიას. ამ სესიებს სხვადასხვა დროს ესწრებოდნენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IMF, World Bank, IFC, EBRD) წარმომადგენლები, ა.შ.შ.-ს ექსპორტიორი სააგენტოები (Ex-Im Bank, OPIC, TDA), დონორი სააგენტოები (USAID, MCC), აშშ-ის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, რეგიონის კერძო კომპანიები და ექსპერტები.

2007-2008 წლებში მამუკა წერეთელი ხელმძღვანელობდა ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს საქართველოსთვის ტურიზმის სტრატეგიისა და საინვესტიციო გეგმის პროექტს, რომელიც დაფინანსებული იყო US Trade and Development Agency-ის მიერ.

სხვა პროფილები

მაგდა მაღრაძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

მაგდა მაღრაძე სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2019 წლის აგვისტოში იქნა არჩეული. 2013 წლის სექტემბრიდან მაგდა მაღრაძე იკავებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას და ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონიანი კომპაქტის პროექტების მართვას.

მურთაზ კიკორია

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

მურთაზ კიკორია სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2019 წლის ივლისში იქნა არჩეული. მურთაზს საბანკო და საფინანსო სფეროსთან 25 წლიანი გამოცდილება აკავშირებს.

დავით შონია

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

დავით შონია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში იქნა არჩეული.

ირაკლი რუხაძე

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ირაკლი რუხაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლის ოქტომბრიდან იკავებს.