ENG

უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

30 ივნისი, 2025

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!  მონაცემთა საცავის, ანალიზისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტი ეძებს მოტივირებულ თანაგუნდელს უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

  • დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნის / პროექტების / დავალების ანალიზი, შესაბამისი დოკუმენტაციის / აღწერილობის (მათ შორის ტექნიკური და დიაგრამების) მომზადება ან/და რეკომენდაციის მიწოდება;
  • ბიზნეს სტრუქტურებთან შეხვედრების ინიცირება, დასწრება და შეხვედრაზე გავლილი დეტალების (მათ შორის დასმული IT დავალების დეტალების ან ზოგადი კონცეფციის) განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება ან/და არსებულ დავალებაში ცვლილებების შეტანა;
  • შემუშავებული ან/და გაანალიზებული ბიზნეს დავალების ჩამოყალიბება ტექნიკურ დავალებად;
  • მონაცემთა საცავში არსებული დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობა;
  • მონაცემთა მოდელირების პროცესში მონაწილეობა;
  • პროექტების და ამოცანების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება;

პროფესიული და პიროვნული უნარები:

  • გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კრიტიკული, ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მონაცემთა რთული ნაკრების ანალიზი და მნიშვვნელოვანი დასკვნების გამოტანის უნარი;
  • პრობლემების ანალიტიკური მიდგომისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავების უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • მოწესრიგებული და ორგანიზებული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ბიზნეს პროცესების აღწერის გამოცდილება;
  • სასურველია Jira-ში და Confluence-ში სამუშაო გამოცდილება;
  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საბანკო პროდუქტების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;
  • PL/SQL ან/და T-SQL-ის მინიმალური ცოდნა/გამოცდილება.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge  2025 წლის - 30 ივნისის  ჩათვლით

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.