ENG
ვადიანი ანაბარი

მაღალი სარგებელი, დანაზოგის საიმედო დაცვა და სარგებლის ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს მიღება

ვადიანი ანაბარი ინვესტიციის დაბალრისკიანი ალტერნატივაა ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც იზრდება ანაბრის ვადისა და თანხის ზრდასთან ერთად. ვადიანი ანაბარი გაძლევთ შესაძლებლობას, ანგარიშზე დარიცხული სარგებელი მიიღოთ ვადის ბოლოს ან ყოველთვიურად, თქვენი სურვილისამებრ, ბანკსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

ვადიანი ანაბრის ძირითადი პირობები:

  • ანაბრის გახსნა - უფასო
  • ანაბრის ვადა - 3-დან 24 თვის ჩათვლით (ლარი, ა.შ.შ. დოლარი) / 6-დან 24 თვის ჩათვლით (ევრო)
  • ანაბრის ვალუტა - ლარი/აშშ დოლარი/ევრო
  • მინიმალური თანხა ანაბრის გასახსნელად - 100 ერთეული
  • საპროცენტო სარგებლის მიღების სიხშირე - ვადის ბოლოს ან ყოველთვიურად
  • ანაბარზე თანხის დამატება - შეუძლებელია

 

ვადიანი ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთები სარგებლის ვადის ბოლოს გატანის  შემთხვევაში:

პერიოდი (თვე) ლარი აშშ დოლარი ევრო 
  ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური
3 8.30% 8.56% 1.20% 1.20%    
4 8.30% 8.53% 1.20% 1.20%    
5 8.30% 8.50% 1.20% 1.20%    
6 8.50% 8.68% 1.65% 1.66% 0.60% 0.60%
7 8.50% 8.65% 1.65% 1.66% 0.60% 0.60%
8 8.50% 8.62% 1.65% 1.65% 0.60% 0.60%
9 8.65% 8.74% 1.75% 1.75% 1.10% 1.10%
10 8.65% 8.71% 1.75% 1.75% 1.10% 1.10%
11 8.65% 8.68% 1.75% 1.75% 1.10% 1.10%
12 8.80% 8.80% 1.85% 1.85% 1.10% 1.10%
13-17 8.80% 8.77% 1.85% 1.85% 1.10% 1.10%
18 9.15% 8.95% 2.05% 2.04% 1.35% 1.35%
19-24 9.40% 9.16% 2.25% 2.04% 1.60% 1.59%


 

სარგებლის ყოველთვიურად გატანის  შემთხვევაში:

პერიოდი (თვე) ლარი აშშ დოლარი ევრო 
  ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური
3 8.25% 8.57% 1.15% 1.16%    
4 8.25% 8.57% 1.15% 1.16%    
5 8.25% 8.57% 1.15% 1.16%    
6 8.35% 8.68% 1.65% 1.66% 0.35% 0.35%
7 8.35% 8.68% 1.65% 1.66% 0.35% 0.35%
8 8.35% 8.68% 1.65% 1.66% 0.35% 0.35%
9 8.40% 8.73% 1.75% 1.76% 0.85% 0.85%
10 8.40% 8.73% 1.75% 1.76% 0.85% 0.85%
11 8.40% 8.73% 1.75% 1.70% 0.85% 0.85%
12 8.50% 8.84% 1.85% 1.87% 0.85% 0.85%
13-17 8.50% 8.84% 1.85% 1.87% 0.85% 0.85%
18 8.60% 8.95% 2.00% 2.02% 1.10% 1.11%
19-24 8.65% 9.00% 2.20% 2.22% 1.35% 1.36%

*ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მითითებულია შემდეგი დაშვებით: მეანაბრე ანაბარზე ათავსებს 1,000.00 (ლარს, აშშ დოლარს, ევროს) 2018 წლის 01 იანვარს და საპროცენტო სარგებელი გააქვს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვში.  მოცემულია მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთები. ანაბრის ეფექტური პროცენტი დათვლილია ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიოს გათვალისწინებით.

ანაბრის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

  • ლარში: 3.60%;
  • აშშ დოლარში: 0.75%.
  • ევროში: 0.00%

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 15,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.