ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
იხილეთ განახლებული კონვერატაციის სქემა საბარათე ოპერაციის შესრულებისას
ოპერაცია ანგარიშზე აისახება იმ ვალუტაში რა ვალუტაშიც მოხდა ტრანზაქციის შესრულება. იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი ვალუტის ანგარიშზე არ არის საკმარისი ნაშთი, თანხის შეგროვება მოხდება ნაშთის ან ოვერდრაფტის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით გადახურვის დროს ბანკში არსებული კომერციული კურსით.
მაგალითი #1:
უნივერსალურ ანგარიშზე, რომელზეც განთავსებულია: 100 ლარი, 50 აშშ დოლარი და 50 ევრო და ასევე ჩართული აქვს 100 ლარიანი ოვერდრაფტი. კლიენტს ვალუტის პრიორიტეტები აქვს არჩეული შემდეგნაირად:
ოპერაცია შესრულდა პლასტიკური ბარათით ლარში, მაგალითად 250 ლარის ოდენობით, უნივერსალური ანგარიშიდან ამ ოპერაციის ანგარიშწორების მიზნით უნდა ჩამოიჭრას 250 ლარი.
მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვალუტა იყო არჩეული როგორც ძირითადი, 250 ლარის ჩამოჭრა მოხდება ლარის ანგარიშიდან, რადგან ლარში განხორციელებული ოპერაციების ანგარიშწორების ვალუტაა ლარი.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ აშშ დოლარის ანგარიშზე არსებული ნაშთი არ იქნება საკმარისი 150 ლარის შესავსებად ნარჩენი თანხის კონვერტაცია ბანკში არსებული კომერციული კურსით განხორციელება მომდევნო პრიორიტეტული ვალუტიდან მანამ სანამ არ მოხდება ლარის ანგარიშის სრულად შევსება.
მაგალითი #2:
ოპერაციის შესრულდა პლასტიკური ბარათით ფუნტში, მაგალითად 50 ფუნტის ოდენობით, უნივერსალური ანგარიშიდან ამ ოპერაციის ანგარიშწორების მიზნით უნდა ჩამოიჭრას 50 ფუნტი.
მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვალუტა იყო არჩეული როგორც ძირითადი, 50 ფუნტის ჩამოჭრა მოხდება ფუნტის ანგარიშიდან, რადგან ფუნტში განხორციელებული ოპერაციების ანგარიშწორების ვალუტაა ფუნტი.
ლარის, აშშ დოლარის, ევროს და ფუნტისგან განსხვავებულ ვალუტაში შესრულებული ოპერაციებისთვის ანგარიშსწორების ვალუტა არის VISA ბარათებისთვის აშშ დოლარი, ხოლო MC ბარათებისთვის ევრო, შესაბამისად ესეთი ოპერაციები აისახება აშშ დოლარის და ევროს ანგარიშებზე. ტრანზაქციის ვალუტის კონვერტაცია შესრულდება VISA/MC-ს კურსით. ოპერაციის შესრულების მომენტში და ტრანზაქციის დამუშავების დღეს VISA/MC-ს კურსი შესაძლებელია იყოს განსხვავებული. VISA ბარათით ოპერაციის შესრულებისას ოპერაციის თანხას დაემატება ტრანზაქციის თანხის 1.00%.
უნივერსალურ ანგარიშზე, რომელზეც განთავსებულია: 100 ლარი 1 აშშ დოლარი და 50 ევრო. კლიენტს ვალუტის პრიორიტეტები აქვს არჩეული შემდეგნაირად:
ოპერაცია შესრულდა პლასტიკური ბარათით თურქულ ლირაში, მაგალითად 50 ლირის ოდენობით, უნივერსალური ანგარიშიდან აღნიშნული ტრანზაქციის დამუშავება VISA ბარათის შემთხვევაში შესრულდება აშშ დოლარში, ხოლო MC-ის შემთხვევაში ევროში. VISA ბარათით ოპერაციის შესრულებისას ოპერაციის თანხას დაემატება ტრანზაქციის თანხის 1.00%.
50 ლირის ექვივალენტი აშშ დოლარში/ევროში, რომელიც დათვლილია VISA/MC-ს კურსით, ჩამოიჭრება აშშ დოლარის/ევროს ანგარიშიდან, ხოლო ანგარიშსწორებისთვის არასაკმარისი ნაშთის შეგროვება დაიწყება ვალუტის პრიორიტეტულობის მიხედვით ლარი, ევრო, ფუნტი.
თუ ოპერაცია სრულდება ანგარიშის ვალუტაში ანგარიშზე თანხა აისახება კონვერტაციის გარეშე, ხოლო ანგარიშისგან განსხვავებულ ვალუტაში შესრულებული ოპერაცია ანგარიშზე აისახება კონვერტაციით:
მაგალითი #1:
ოპერაცია შესრულდა პლასტიკური ბარათით აშშ დოლარში, მაგალითად 50 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნული ტრანზაქციის ანგარიშსწორება ხდება აშშ დოლარში, მაგრამ რადგან კლიენტის ანგარიში გახსნილია მხოლოდ ლარში ოპერაცია აისახება ლარის ანგარიშზე ბანკის კომერციული კურსით.
მაგალითი #2:
ოპერაცია შესრულდა პლასტიკური ბარათით თურქულ ლირაში, მაგალითად 50 ლირის ოდენობით, აღნიშნული ტრანზაქციის დამუშავება VISA ბარათის შემთხვევაში შესრულდება აშშ დოლარში, ხოლო MC-ის შემთხვევაში ევროში. VISA ბარათით ოპერაციის შესრულებისას ოპერაციის თანხას დაემატება ტრანზაქციის თანხის 1.00%.
რადგან კლიენტის ანგარიში გახსნილია მხოლოდ ლარში ოპერაცია აისახება ლარის ანგარიშზე VISA/MC-ს კურსით. ოპერაციის შესრულების მომენტში და ტრანზაქციის დამუშავების დღეს VISA/MC-ს კურსი შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
VISA და MasterCard- ის გაცვლითი კურსების ნახვა შესაძლებელია შემდეგ საიტებზე:
VISA: https://www.visa.com.ge/en_GE/support/consumer/travel-support/exchange-rate-calculator.html
MasterCard: https://www.mastercard.us/en-us/consumers/get-support/convert-currency.html