ENG
ინტერნეტ ბანკი

მართეთ თქვენი ფინანსები დისტანციურად

ისარგებლეთ ლიბერთი ბანკის ინტერნეტ ბანკის მომსახურებით და მართეთ თქვენი ანგარიშები მარტივად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.

ინტერნეტ ბანკის გამოყენებით თქვენ შეძლებთ შემდეგი ოპერაციების მართვას:

  • შეამოწმოთ და აკონტროლოთ საკუთარი ანგარიშები, სესხები და დეპოზიტები;
  • განახორციელოთ გადარიცხვები საქართველოში და საზღვარგარეთ არსებულ ნებისმიერ ბანკში;
  • განახორციელოთ თქვენ საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვები და კონვერტაციები;
  • გადაიხადოთ კომუნალური და სხვა გადასახადები;
  • განახორციელოთ საბიუჯეტო გადარიცხვები;
  • გააკეთოთ ამონაწერები თქვენი ანგარიშებიდან და დაათვალიეროთ გადასახადების გადახდის, თანხების ჩარიცხვისა და გადარიცხვის საბუთები;
  • გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ლიბერთი ბანკის კომერციულ ვალუტის კურსებს;
  • მიიღოთ და გააგზავნოთ ბანკისგან შეტყობინებები;
  • შეავსოთ მობილურის სასაუბრო დრო;
  • დაფაროთ სესხი;
  • მიიღოთ და გააგზავნოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გზავნილი;
  • გახსნათ სადეპოზიტო ანგარიში;

ინტერნეტ ბანკის გასააქტიურებლად საჭიროა ეწვიოთ ვებ გვერდს www.365.ge და გაიაროთ ავტორიზაციის შემდეგი საფეხურები:

  1. შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი და დაბადების თარიღი;
  2. შეიყვანეთ მობილურ ტელეფონზე მიღებული SMS კოდი და გააგრძელეთ პროცესი;
  3. მომხმარებლის ველში შეიყვანეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი ან ლათინური ასოები, ციფრები ან მათი კომბინაცია, მინიმუმ 5 სიმბოლო. პაროლის ველში შეიყვანეთ მინიმუმ 8 სიმბოლოსგან შემდგარი დიდი და პატარა ლათინური ასოების და ციფრების კომბინაცია;
  4. დაადასტურეთ მობილურ ტელეფონზე მოსული SMS კოდი, რის შემდეგაც თქვენ გაგიაქტიურდებათ ინტერნეტ ბანკი