ENG

Wireless ინფრასტრუქტურასა და მარკეტინგული პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე

დასახელება

Wireless ინფრასტრუქტურასა და მარკეტინგული პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

23 აგვისტო, 2019

აღწერილობა

 
 
 
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
 
 
სატენდერო   დოკუმენტაცია
 
 
Wireless ინფრასტრუქტურასა და მარკეტინგული პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა
 
 
2019 წელი
 
 
1. შესყიდვის ობიექტი
 
1. Wireless ინფრასტრუქტურასა და მარკეტინგული პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა ფასების ცხრილის და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი N1 და დანართი N 2) შესაბამისად.  
 
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი N1)-ის მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
 
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1 საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N 74
 
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  
4.1 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
4.2  ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის  მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და ზედნადების წარმოდგენიდან  10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
4.3 მომწოდებელი კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ შესაბამის თანხაზე ბანკისთვის მისაღები საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.
 
5. ზოგადი პირობები
 5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
5.4 გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს“ლიბერთი ბანკში“;
 
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 23 აგვისტო 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს„ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი.  ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162.
6.2 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც
მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია,
 სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი Wireless ინფრასტრუქტურასა და მარკეტინგული პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა).
6.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200; ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი დავით აზმაიფარაშვილი: David.Azmaiparashvili@lb.ge მობ:  557 000 855;
 
6.4  დამატებითი პირობები:
პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლის ოფიციალური და ავტორიზებული პარტნიორი და წარადგინოს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი;
პრეტენდენტმა უნდა მოახდინოს სრული აპარატურული/პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურირება და ტესტირება;
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF);
სატენდერო მოთხოვნაში ჩამოთვლილი აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს ერთი მწარმოებლის;
მწარმოებელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 2 (ორი) ავტორიზებული სერვისცენტრი საქართველოს მასშტაბით - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის წერილი საქართველოს მასშტაბით ავტორიზებული სერვისცენტრების არსებობის შესახებ;