ENG
 ბარათის დაცვის სერვისი

იყავი დაცული და უმოკლეს ვადაში აინაზღაურე ბარათის არალეგალური გამოყენებისგან მიღებული ზარალი

თუ თანხა ანგარიშიდან შენგან დამოუკიდებელი მიზეზით ჩამოიჭრება ან ბანკომატის/პოს ტერმინალის ხარვეზი გამოიწვევს არასწორს შედეგს, დანაკარგს ბარათის დაცვის დამატებითი სერვისი აგინაზღაურებთ შესაბამისი პაკეტით გათვალისწინებული ლიმიტების ფარგლებში.


ბარათის ტიპები:

  • სადებეტო პლასტიკური ბარათი
  • ციფრული ბარათი
  • საკრედიტო ბარათი


მომსახურების პაკეტები:

  • სტანდარტ პაკეტი - 5 ლარი
  • პრემიუმ პაკეტი - 10 ლარი


სერვისის საფასური მოიცავს 1 წლიან პერიოდს. ყოველი მომდევნო წლის საფასური ანგარიშიდან ჩამოიჭრება ავტომატურად, მომსახურების რეგისტრაციის თარიღში.

  • ერთ ბარათზე დასაშვებია მხოლოდ ერთი მომსახურების პაკეტის რეგისტრაცია
  • რეგისტრაციის არხი - ბანკის სერვის ცენტრი
  • მომსახურების ვადა - ბარათის ვადის ამოწურვამდე
  • თანხის ანაზღაურების ლიმიტები:


სტანდარტ პაკეტი

  • ჩიპიანი ბარათით პინ კოდის ან ჩიპის გარეშე განხორციელებული უკანონო ტრანზაქციის მაქსიმალური ლიმიტი 3000 ლარი;
  • ინტერნეტის საშუალებით მესამე პირის მიერ შესრულებული უკანონო გადახდა, ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი 700 ლარი;
  • პინის გარეშე შესრულებული უკონტაქტო ტრანზაქციის მაქსიმალური ლიმიტი 200 ლარი.


პრემიუმ პაკეტი

  • ჩიპიანი ბარათით პინ კოდის ან ჩიპის გარეშე განხორციელებული უკანონო ტრანზაქციის მაქსიმალური ლიმიტი 5,000 ლარი;
  • ინტერნეტის საშუალებით მესამე პირის მიერ შესრულებული უკანონო გადახდა, ანაზღაურება მაქსიმალური ლიმიტი 1000 ლარი;
  • პინის გარეშე შესრულებული უკონტაქტო ტრანზაქციის მაქსიმალური ლიმიტი 500 ლარი.

 

  • ოპერაციის გასაჩივრების არხი - ფილიალი/სერვის ცენტრი/დისტანციური მომსახურების ცენტრი
  • გასაჩივრების ვადები - ტრანზაქციის აღმოჩენისთანავე/არაუგვიანეს ოპერაციის შესრულებიდან 13 თვისა
  • ერთი ბარათის შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ერთი უკანონოდ შესრულებული ოპერაცია, ანაზღაურების ლიმიტის ფარგლებში
  • გასაჩივრების განაცხადის განხილვის ვადები - განაცხადის დაფიქსირებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში და თანხის ანაზღაურდება მოხდება 55 სამუშაო დღის განმავლობაში

 

ბანკს არ ეკისრება კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ გასაჩივრებული ოპერაციის თანხის ანაზღაურების ვალდებულება, თუ:

  • ბარათის მფლობელმა არ უზრუნველყო დაკარგული/მოპარული ბარათის დაბლოკვა
  • კლიენტმა დამდგარი საეჭვო/უკანონო ფაქტის შესახებ განაცხადი არ დააფიქსირა დადგენილ ვადაში
  • ბანკის მხრიდან რაიმე სახით დგინდება ბარათის მფლობელის მხრიდან არაკეთილსინდისიერი/თაღლითური ქმედება ან განზრახ ბრალეულობა
  • ბარათი გამოყენებულ იქნა ბარათის მფლობელის ნებართვით მესამე პირის მიერ ან/და ბარათის მფლობელის ახლობლის/ოჯახის წევრის მიერ
  • ბარათით განხორციელებული თანხის მოცულობა, აღემატება მომსახურების პირობებით დადგენილი ლიმიტის მოცულობას
  • ოპერაცია შესრულდა მომსახურების გაუქმების შემდეგ