ENG
საპენსიო და დევნილის ოვერდრაფტი

ოვერდრაფტი სოციალური სარგოს მიმღები პირებისთვის

გაეცანით საპენსიო და დევნილის ოვერდრაფტის ხელშეკრულებას: http://bit.ly/3lrd3xT

ყველა პროდუქტის ხელშეკრულებების სანახავად გადადით ბმულზე: bit.ly/3BwYxdv

ოვერდრაფტის პირობები
ოვერდრაფტის თანხა მინიმალური თანხა - 45 ლარი, მაქსიმალური - 10 000 ლარი
ვალუტა ლარი
ოვერდრაფტის მოქმედების ვადა • 12 თვე (კლიენტის ვალდებულებების სრულად შესრულებამდე)
• ყოველ ჯერზე, ვადა ავტომატურად გაგრძელდება 12 (თორმეტი) თვით, თუ ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს
დაფარვის წესი • ოვერდრაფტზე მსესხებელი ყოველთვიურად იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს
• პროცენტი ერიცხება, მხოლოდ ოვერდრაფტის საკრედიტო ლიმიტიდან ათვისებულ თანხას
• შენატანები განისაზღვრება ათვისებული თანხის, დაფარვის ვადების, ასევე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცვლილების გარემოების დადგომის შესაბამისად
წლიური საპროცენტო განაკვეთი წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება მაქსიმუმ გაცემის მომენტში 6 თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსისა (TIBR6M) და 15 (თხუთმეტი) პროცენტული პუნქტის ჯამური ოდენობით და არ იცვლება სესხის ვადის ბოლომდე
საპროცენტო განაკვეთის ტიპი ცვლადი
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1.ოვერდრაფტის თანხის განაღდების შემთხვევაში - განისაზღვრება გაცემის მომენტში 6 თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსისა (TIBR6M) და 15 (თხუთმეტი) პროცენტული პუნქტის ჯამური ოდენობის მიხედვით მიღებული ნომინალური პროცენტის საფუძველზე
2. სავაჭრო ობიექტიდან ოვერდრაფტის თანხის ათვისების შემთხვევაში - განისაზღვრება გაცემის მომენტში 6 თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსისა (TIBR6M) და 15 (თხუთმეტი) პროცენტული პუნქტის ჯამური ოდენობის მიხედვით მიღებული ნომინალური პროცენტის საფუძველზე
საკომისიოები, პირგასამტეხლოები და სხვა ფინანსური ხარჯები არ არის განსაზღვრული
ასაკი
• მინიმალური 18 წელი, მაქსიმალური - 76 წელი;
• თუ მსესხებელს, ოვერდრაფტით სარგებლობის პერიოდში შეუსრულდება 77 წელი, ოვერდრაფტზე ავტომატურად შეწყდება ათვისების შესაძლებლობა და ამოქმედდება ანუიტეტური დაფარვის (ყოველთვიურად თანაბარი შენატანებით) გრაფიკის პირობა;