ENG
იპოთეკის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა

მიიღე 4%-მდე სახელმწიფო სუბსიდია იპოთეკაზე

ლიბერთი იპოთეკური სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო, რომლის მიზანია, დეველოპერულ სექტორში კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების დაძლევა და იმ ფიზიკური პირების მაქსიმალური ხელშეწყობა, რომელთაც უძრავი ქონების შეძენა სურთ.
 
 
რას გულისხმობს სუბსიდირების პროგრამა?
 
პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან ბინის შესაძენის შემთხვევაში, იპოთეკური სესხის მსესხებლები მაქსიმუმ 4%-იან დაფინანსებას მიიღებენ 5 წლის ვადით. პროგრამა გავრცელდება ეროვნულ ვალუტაში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე. 
 
 
სუბსიდირების პროცენტი შემდეგნაირად დაანგარიშდება: 
 
  • მცურავი განაკვეთიანი სესხის შემთხვევაში: ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს - 4.25%. იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5%-ს, სუბსიდია ავტომატურად შეწყდება, სანამ პროცენტი ისევ არ გაიზრდება 5%-მდე.
  • ფიქსირებული განაკვეთიანი სესხის შემთხვევაში: ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს - 4.25% ფიქსირებულად.


    რეფინანსირების განაკვეთი როგორც არ უნდა შეიცვალოს, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი მუდმივად იქნება 4%.
     

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობისთვის?
 

პროგრამაში მონაწილეობისა და სუბსიდიის მისაღებად, იპოთეკური სესხი ფიზიკურ პირზე უნდა გაიცეს 2020 წლის 31 დეკემბრამდე. იპოთეკური სესხის მიზნობრიობა უნდა იყოს სამშენებლო ან დეველოპერულ კომპანიაში საცხოვრებელი ბინის შეძენა.

 

იპოთეკური სესხი პირობები

სესხის ვალუტა

ლარი

ვადა

მაქს. 240 თვე

თანხა

მაქს. 200,000

სესხის გაცემის საკომისიო

0.4% მინ. 50 ლარი

სუბსიდირების ვადა

მაქსიმუმ 5 წელი

თანამონაწილეობა 0%-დან*

 

*სახელმწიფო საგარანტო კომპონენტის არჩევის შემთხვევაში თანამონაწილეობა შეადგენს 10%

იპოთეკის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა

SMS კოდი

{{form.settings.resultMessage}}

{{form.settings.resultMessage}}