ENG
ახალი წელი ყველასია!
ცეკვის საღამოები ლიბერთისგან იმოძრავე ლიბერთისთან ერთად რესტარტი 60+ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი თიხით ძერწვის კურსი - არტ თერაპია 60+ ჭადრაკის ჩემპიონატი 60+ „მე მოხუცი არ ვარ“ - 8 მარტი ინტერნეტისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები 60+ რთველი ლიბერთის და ნიკორას საჩუქარი ფასდაკლება სამედიცინო სერვისებზე 2017 წლის სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ანგარიში ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ - შემოგვიერთდით! დესპანები სოლიდარობის ფონდი First Step Georgia სისხლის უანგაროდ დონაცია ქაღალდის გადამუშავება #13ივნისი ფილმი მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებზე საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" ახმეტის ბავშვთა სახლი თბილისობა 2015
ახალი წელი ყველასია!

#ახალიწელიყველასია

გადავწყვიტეთ, ლიბერთი ბანკის სახელით, საახალწლო საჩუქარი გაგვეკეთებინა იმ ადამიანებისათვის, ვისაც სითბო და ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე, მთელი საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოში რეგისტრირებულ მოხუცებულთა ყველა პანსიონატს ვესტუმრეთ და მოვისმინეთ მათი სურვილები. რა თქმა უნდა, მოხუცებულებმა არ იცოდნენ რომ ბანკის თანამშრომლები ვიყავით და მათი სურვილების ასრულებას ვაპირებდით.

ამ ადამიანების ახალი წელი განსხვავდება ჩვენი ახალი წლისგან - მათი ძირითადი სურვილები პირველადი მოხმარების ნივთები იყო: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქუდი, ხელთათმანი, ხალათი, ჩანთა თუ სხვა. თუმცა, ყველაზე მეტად მათ ჩვენი სტუმრობა და ჩახუტება უხაროდათ.


ნახეთ ამ ისტორიის ამსახველი ვიდეოები: