ENG
ახმეტის ბავშვთა სახლი
ცეკვის საღამოები ლიბერთისგან იმოძრავე ლიბერთისთან ერთად რესტარტი 60+ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი თიხით ძერწვის კურსი - არტ თერაპია 60+ ჭადრაკის ჩემპიონატი 60+ „მე მოხუცი არ ვარ“ - 8 მარტი ინტერნეტისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები 60+ რთველი ლიბერთის და ნიკორას საჩუქარი ფასდაკლება სამედიცინო სერვისებზე 2017 წლის სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ანგარიში ახალი წელი ყველასია! ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ - შემოგვიერთდით! დესპანები სოლიდარობის ფონდი First Step Georgia სისხლის უანგაროდ დონაცია ქაღალდის გადამუშავება #13ივნისი ფილმი მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებზე საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" თბილისობა 2015
ახმეტის ბავშვთა სახლი

თანადგომა ახმეტის ბავშვთა სახლს

2011 წლის 16 სექტემბერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის, პროექტის “ჩემი მეგობარის“ ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა.

პროექტის მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მზრუნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციას, ამ პროცესში ჩართოს სხვადასხვა კომპანიები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ასევე თითოეულ მცირე საოჯახო ტიპის სახლს ჰყავდეს მეგობარი კომპანია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ამ სახლებში მცხოვრებ ბავშვებს საზოგადოებათან ინტეგრაციაში დაეხმარება. ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა 2009 წლიდან მიმდინარეობს და გულისხმობს ტრადიციული ბავშვთა სახლების რაოდენობის შემცირებასა და სამომავლოდ მათ სრულ ჩანაცვლებას მცირე საოჯახო ტიპის სახლებით.

ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს. რეფორმის საბოლოო მიზანი იყო მზრუნველობამოკლებული ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდა.

ლიბერთი ბანკი პროექტის ფარგლებში დაუმეგობრდა ახმეტის საოჯახო სახლს, რომელთანაც დღესაც განაგრძობს მეგობრობას. ლიბერთი ბანკის დაფინანსებით, ახმეტის ბავშვთა სახლში გაუმჯობესთა საცხოვრებელი პირობები, ბავშვებისთვის შევიძინეთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ გასართობი ნივთები. ამ და სხვა დახმარებებით ლიბერთი ბანკი კვლავ განაგრძობს ახმეტის ბავშვთა სახლის თანადგომას.