ENG
ფასდაკლება სამედიცინო სერვისებზე
ცეკვის საღამოები ლიბერთისგან იმოძრავე ლიბერთისთან ერთად რესტარტი 60+ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი თიხით ძერწვის კურსი - არტ თერაპია 60+ ჭადრაკის ჩემპიონატი 60+ „მე მოხუცი არ ვარ“ - 8 მარტი ინტერნეტისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები 60+ რთველი ლიბერთის და ნიკორას საჩუქარი 2017 წლის სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ანგარიში ახალი წელი ყველასია! ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ - შემოგვიერთდით! დესპანები სოლიდარობის ფონდი First Step Georgia სისხლის უანგაროდ დონაცია ქაღალდის გადამუშავება #13ივნისი ფილმი მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებზე საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" ახმეტის ბავშვთა სახლი თბილისობა 2015
ფასდაკლება სამედიცინო სერვისებზე

სოციალური ბარათების მფლობელებისთვის თვალის უფასო სკრინინგი და სპეციალური ფასები სხვადასხვა კვლევებზე

„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც პენსიის მიმღები მომხმარებლები  სამედიცინო სერვისებს სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით მიიღებენ.

განსაკუთრებული პირობებით ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები  2018 წლის ბოლომდე ისარგებლებენ და 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ ჩაიტარონ კვლევები გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების, სახსრების და სხვა მიმართულებებით.

მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სატელეფონო ცენტრის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 219 01 90. დაჯავშნილი ვიზიტისას აუცილებელია ლიბერთის სოციალური ბარათისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ადგილზე წარდგენა. ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია თითეული პაკეტის სრულად შეძენის შემთხვევაში.  

„დღეიდან ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით  სარგებლობა მხოლოდ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ. „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას მარტივი პირობებით, წინასწარი ჩაწერის საფუძველზე სთავაზობს. პროგრამა 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება და წლის განმავლობაში „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე რეგიონების მაცხოვრებლები“ - გიორგი რამიშვილი, ნიუ ჰოსპიტალსის დირექტორი.